ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2024-2025 ს/წ გაზაფხულის სემესტრის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვება მოიპოვეს ბაკალავრიატის საფეხურის შემდეგმა სტუდენტებმა:
I სექცია – კერძო სამართლის მიმართულება:
I ადგილი:
I) კოპალიანი მარიამ (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „სამეცნიერო ნაშრომის შესრულება მესამე პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ და მასთან დაკავშირებული ეთიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“
II ადგილი:
I) დიასამიძე ბექა (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „თავისუფალი ბაზრისა“ და „სამართლებრივი შეზღუდვის“ გზაგასაყარზე – პოსტსახელშეკრულებო კონკურენციის აკრძალვა შრომის სამართალში“
II) მსახურაძე გიორგი (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის წესი და სამართლებრივი შედეგები“
III ადგილი:
I) კუჭუხიძე ციალა (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „გონიერი კონტრაქტის დანერგვა საჯარო რეესტრის სისტემაში და მისი გავლენა რეესტრის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციაზე“
II) ცაბუტაშვილი გიორგი (სემესტრი III), მოხსენების სათაური: „საკუთრების უფლებაში ჩარევა ექსპროპრიაციის ფორმით (თავისებურებები და გამოწვევები)“
II სექცია – სისხლის სამართლის მიმართულება:
I ადგილი:
I) დიასამიძე ბექა (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „მშობელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვთა ინტერესების უგულვებელყოფისთვის (ქართულ-გერმანული შედარებითი სამართლებრივი ანალიზი)“
II) მახსოევი ზაზა (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თვითმართვადი მანქანების ავარიებში: თეორიულ-პრაქტიკული ანალიზი და საქართველოს კანონმდებლობის ადეკვატურობა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში“
II ადგილი:
კალიჩენკო ლალი (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „სექსუალური ძალადობა ქორწინებაში — სისხლის სამართლის დეფინიციური შეზღუდვები და სამართალპრაქტიკის კრიტიკა“
III ადგილი:
I) ლომაშვილი ნინო (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „გადასახადისთვის თავის არიდება – ეროვნული რეგულაცია და საერთაშორისოსამართლებრივი გამოწვევები“
II) ქოთუაშვილი თეონა (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის აქტუალური საკითხები“
III სექცია – საჯარო სამართლის მიმართულება:
ქვესექცია – ადმინისტრაციული სამართალი
I ადგილი:
ბენაშვილი თეკლა (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „„ვირტუალური უარი“ ადმინისტრაციულ სამართალში“
II ადგილი:
თხელიძე ნინო მარიამ (სემესტრი VIII), მოხსენების სათაური: „მიზნობრივი რეკლამა და პერსონალური მონაცემების დაცვა: მომხმარებლის თანხმობასთან დაკავშირებული გამოწვევები და სამართლებრივი სტანდარტები“
III ადგილი:
I) აქუბარდია თამარ (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში დანერგვის პერსპექტივა“
II) თავდგირიძე გოგა (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „სოციალური ქსელებიდან პერსონალურ მონაცემებზე წვდომის სამართლებრივი საფუძველი“
ქვესექცია – კონსტიტუციური სამართალი
I ადგილი:
ღლონტი ნიკოლოზ (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „სასამართლო რეფორმის აუცილებლობა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად“
II ადგილი:
ჯოჯუა თამაზ (სემესტრი II), მოხსენების სათაური: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმათშემოქმედების ფარგლები“
III ადგილი:
I) კოპალიანი ლიზი (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში ჩარევის შემთხვევები და ლეგიტიმური ფარგლები“
II) ფხალაძე ანასტასია (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატის უმნიშვნელოვანესი როლის მქონე ინსტიტუციის შესწავლა კონსტიტუციური უფლებების დაცვისა და სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საქმეში“
IV სექცია – საერთაშორისო სამართლის მიმართულება
I ადგილი:
ტყეშელაშვილი თათა (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „ბიომეტრიული ამოცნობის ტექნოლოგიები: გამოწვევა და მათი გავლენა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე“
II ადგილი:
კორძაძე ელენე (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „უპილოტო საფრენი აპარატები: დრონების მოძრაობა არაკონტროლირებად საჰაერო სივრცეში და საჰაერო სამართლის გამოწვევა უკრაინის ომის მაგალითზე“
III ადგილი – არ გამოვლენილა
V სექცია – სამართლის ისტორიისა და სამართლის მეთოდების მიმართულებები:
ქვესექცია – სამართლის ისტორია
I ადგილი – არ გამოვლენილა
II ადგილი:
ლეშკაშელი ანი (სემესტრი VI), მოხსენების სათაური: „ქართული პოლიტიკური პარტიების გენეზისი XX საუკუნის დასაწყისში და დამოუკიდებლობის საკითხი მათ სამართლებრივ შეხედულებებში“
III ადგილი:
ტაბაღუა ხატია (სემესტრი II), მოხსენების სათაური: „სისხლის აღებისა და შურისძიების ინსტიტუტი ძველ ქართულ სამართალში“
ქვესექცია – სამართლის მეთოდები
I ადგილი:
I) ქურციკიძე გიორგი (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „რეფორმის მეთოდოლოგიური ანალიზი: ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში“
II ადგილი:
I) ასლანოვა აიგულ (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „სამართლის მრავალგანზომილებიანი ბუნება: თეორიული ხედვები და დარგობრივი ინტერპრეტაციები“
II) ბუაძე ეკატერინე (სემესტრი IV), მოხსენების სათაური: „ხელოვნური ინტელექტის როლი ადამიანის უფლებებზე – გზა სამართლიანობისაკენ თუ უსამართლობის პუტჩი“
III ადგილი – არ გამოვლენილა